გორის სამხედრო აკადემიამ ქურთუკები მე - 7 ცდაზეც ვერ იყიდა 

თებერვალი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიამ გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი ამ დრომდე ვერ შეიძინა.

ამ კატეგორიის ტენდერი უწყებამ ბოლოს გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა.

6 - ჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ აკადემიას 8640 ლარად 120 ცალ საქარე ქურთუკის (გამოსაკრავით, დათბუნებული) შესყიდვა სურდა, მანამდე 250 ცალის - 25 250 ლარად, რომელიც ორჯერ ჩავარდა. უფრო ადრე 25 230 ლარის ტენდერი 250 ცალი საქარე ქურთუკის, 190 ცალი საქარე შარვლის და 100 ცალი საწვიმარი ლაბადის (პონჩო) -შესაძენად გამოაცხადა. მანამდე კი იმავე მიზნით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ორჯერ ჩაუვარდა ასევე უწყებას გასულ წელს 17 000 ლარის ტენდერი , რომლის ფარგლებშიც განმტვირთავი ჟილეტის შეძენას აპირებდა, რომლის დანიშნულება საბრძოლო მასალების, მჭიდების და სხვა აღჭურვილობის ტარებაა.

აღნიშნული კატეგორიის ტენდერი თავდაცვის აკადემიას წელს უკვე აღარ გამოუცხადებია, რაც იმას ნიშნავს რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტანსაცმელი ელექტრონული ტენდერის მეშვეობით არ შეუძენია. 2018 წელს გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის კატეგორიით გამოცხადებული ტენდერი კი სულ 7 ჯერ ჩავარდა.

Read 891 times Last modified on Last modified on თებერვალი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი