"ფრთხილად, ქურდია" - გორში ქურდობის სტატისტიკა ნახატით გააპროტესტეს

თებერვალი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ფრთხილად, ქურდია" - ამ ნახატით გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ქურდობის სტატისტიკას გამოეხმაურნენ. 

ხელოვნების სახლის წევრების, სალომე თინიკაშვილისა და ნიკა სომხიშვილის ინიციატივით, გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეასრულდა ნახატი "ფრთხილად, ქურდია".

ნამუშევარი აპროტესტებს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ ქურდობის გახშირებულ ფაქტებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2018 წლის სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის ან 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ. კითხვები კი, რატომ ქურდობენ ბავშვები და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ დანაშაულის შესამცირებლად, პასუხგაუცემელი რჩება", - ამბობენ ნახატის ავტორები. 

 

Read 517 times Last modified on Last modified on თებერვალი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი