გორის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება დასრულდა

თებერვალი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება დასრულდა.

დღეიდან აღსაზრდელები, 5-ჯერ გაცდენის შემთხვევაში, ბაღიდან გაირიცხებიან. 

თავისუფალი დასწრების გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, გახშირებული ვირუსული ინფექციების გამო, მიიღო. 

რაც შეეხება საბავშვო ბაღებში ბუნებრივი აირის სიტემაში აღმოჩენილ ხარვეზებს, სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. 

“უკვე გავაკეთეთ სასწრაფოდ, რაც გასაკეთებელი იყო. ახლა გამწოვები გვაქვს გასაკეთებელი და ამას გარკვეული დრო სჭრიდება. ძირითადი ხარვეზები გამოვლინდა გამწოვებთან დაკავშირებით, რაც ძველი შეძენილია და ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ამიტომ მოხდება მათი ჩანაცვლება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვიოლმა.

 

Read 1354 times Last modified on Last modified on თებერვალი 18 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი