Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 18 თებერვალი 2019 13:52

გორში იტალიელი ტენორი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

Rate this item
(0 votes)

გორში იტალიელი ტენორი პაოლო ლევანტინო მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს.

კონცერტი ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გორის თეატრში ჩატარდება, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები თამაზ საგინაძე, ელენე ჯანჯალია, მზია დავითაშვილი, მაყვალა ასპანიძე, ბაია გრიგოლია, რეზო სულავა, ინგა ბერიძე, ნინო თაბაგარი მიიღებენ მონაწილეობას. 

ღონისძიება შიდა ქართლის რეგიონალური ქალთა საბჭოს, საქართველოს ქალთა საბჭოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ჩატარდება.

კონცერტს 19 თებერვალს 18:00 საათზე გორის თეატრის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.

ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

 

Read 1467 times Last modified on ორშაბათი, 18 თებერვალი 2019 21:36