გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 0 $ -ად მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შეიძინა

თებერვალი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად,  გასულ წელს 3704 კვ მ ფართობი შეიძინა, აქედან სოფელ ტინისხიდში 3528 კვ.მ 8800 დოლარად.

დანარჩენი ფართობი კი 0 $ აქვს შეძენილი. შესყიდვის ფორმაში ნასყიდობაა მითითებული, თუმცა გადახდილი საფასურის ოდენობა, რომელიც 67 დამხმარე ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად და 109 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად მოიცავს 0 $ -ითაა განსაზღვრული.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკლარაციაში მარლენ ნადირაძეს დანაზოგის სახით 13 000 ლარი უფიქსირება, გასულ წელს გასხვისებული უძრავი ქონებიდან კი 20 ათასი დოლარი აქვს მიღებული. მისმა წლიურმა სახელფასო სარგომ კი 2018 წელს 29 710-ლარი შეადგინა.

Read 1104 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი