Back to Top
სამშაბათი, 19 თებერვალი 2019 18:35

კახა ბურჯანაძე: გორის საკრებულოში მე - 8 ფრაქცია აღარ არსებობს

Rate this item
(0 votes)

"ევროპული საქართველოს" წევრმა კახა ბურჯანაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ გორის საკრებულოს მიმართა.

ბურჯანაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ევროპული საქართველოს" გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ზვიად საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

კახა ბურჯანაძე, ზვიად საბანაძე და ბადრი ნანეტაშვილი ფრაქციაში "ევროპული შენება" იყვნენ გაერთიანებული. სამწევრიან ფრაქციაში 2 - თანამდებობის პირი იყო.

დადგენილების თანახმად, საკრებულოს ფრაქციაში მინიმუმ 3 დეპუტატი უნდა იყოს გაერთიანებული. კახა ბურჯანაძის მიერ თანამდებობის დატოვება ფრაქციის ავტომატურად დაშლას ნიშნავს.

"ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მივმართე კანცელარიას და დაკმაყოფილებულია კიდეც. ვთვლი, რომ ამდენი ფრაქციების არსებობით ბიუჯეტის ფული ფაქტიურად არაფერში იხარჯება. არც იმ ფრაქციის არსებობას მივიჩნევ საჭიროდ, რომელიც გასულ წელს შევქმენით. ამიტომ დავტოვე ფრაქცია და ავტომატურად დაიშალა ის. ვფიქრობ, ცოტა უხერხული უნდა იყოს პარტიიდან შესული ფრაქციაში ხელფასს იღებდე, შემდეგ ამ პარტიას ტოვებდე და ხელფასის აღებას ისევ აგრძელებდე", - აცხადებს კახა ბურჯანაძე.

Read 848 times