შიდა ქართლის გუბერნიაში თანამშრომელთა ხელფასებისთვის 424 330 ლარი დაიხარჯა

თებერვალი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წელს, სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე ხელფასის სახით, სულ 424 330 ლარი გაიცა.

 

აქედან თანამდებობის პირებმა 153 245 ლარი მიიღეს, სხვა შტატიანმა თანამშრომლებმა - 226 332 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი 44 752 ლარი გაიცა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შიდა ქართლში თანამდებობრივი სარგო 3 გუბერნატორზე გადანაწილდა, აქედან კახა სამხარაზემ 3 თვე იმუშავა და მისმა ხელფასმა  17700 ლარი შეადგინა. აკაკი მაჭუტაძემ მას ერთი თვით გაუსწრო და 4 თვის სარგო 22 525 ლარის ოდენობით მიიღო. 2018 წლის ბოლომდე 4 თვე მოუწია მუშაობა გიორგი ხოჯევანიშვილსაც, რომელმაც გასულ წელს, 26 013 ლარი ხელფასის სახით მიიღო. გუბერნატორის ხელფასი 2018 წლისთვის 5900 ლარით განისაზღვრებოდა, იქიდან გამომდინარე რომ ხოჯევამნიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყო, სექტემბრის თვეში ხელფასი 2413 ლარით მეტი აიღო.

რაც შეეხება მოადგილეებს, ყოფილმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ მხოლოდ ორი თვის სარგო მიიღო 5760 ლარის ოდენობით, სიმონ გულედანმა-43025 ლარი, ლევან ჟღენტმა-25955 ლარი, ნოდარ მეტრეველის 6 თვის სარგომ კი 12266 ლარი შეადგინა.

2018 წელს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის საბიუჯეტო სახსრებიდან სულ 
625 000 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც გუბერნიამ 95% აითვისა (592 400 ლარი).

 

guberniaaa xelfasebi

Read 730 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი