Back to Top
ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019 18:05

ცხინვალელები დევნილი პოეტების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ

Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ დევნილ პოეტებს უმასპინძლა.

ლექსების კრებული სახელწოდებით"ალილუია", დევნილი პოეტების შემოქმედებას აერთიანებს. წიგნის პრეზენტაციას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი დაესწრო, რომელმაც პოეტებს დრევანდელი დღე მიულოცა. 

წიგნში  წარმოდგენილია ცხინვალის რეგიონიდან როგორც ოსი, ისე ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიების ფარგლებში ცხინვალელი მხატვრების გამოფენაც მოეწყო, ნამუშევრების ავტორები არიან:მერაბ ჭოველიძე, ნოდარ გიუნაშვილი, გია მელიქიშვილი, ზურა კახნიშვილი, მარი მაისაურაძე და ალექსი ხმიადაშვილი.

ღონისძიებას ცხინვალელ საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

Read 724 times