Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 10:46

გორის პატრული: დავაჯარიმეთ, თუმცა არ დაგვინახავს შუქნიშნის რა ფერზე გაიარა

Rate this item
(0 votes)

გორის რიონულმა სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 50 ლარიანი ჯარიმა გააუქმა.

პოლიცია გორის მკვიდრ გ. ა. -ს შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე მოძრაობას ედავებოდა.

გ. ა.  გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა  27 იანვარს დააჯარიმეს. მოქალაქემ ჯარიმა გაასაჩივრა. მის ინტერესებს ადამიანთა უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავს.

სასამართლო სხდომაზე პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ მათ არ დაუნახავთ, რეალურად შუქნიშნის რა ფერზე გაიარა გ. ა. - მ. პოლიციელების თქმით, მათ იმ ლოგიკით იხელმძღვანელეს, რომ გარკვეულ პერიოდში ერთხელ, 6 წამის განმავლობაში გზაჯვარედინზე მოძრაობა ოთხივე მხარეს აკრძალულია.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალა და ჯარიმა გააუქმა.

Read 4921 times Last modified on პარასკევი, 22 თებერვალი 2019 15:46