გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა

თებერვალი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ 2018 წელს 592 400 ლარი დაიხარჯა (ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის 95 %).

აქედან წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლში სულ 4228 ლარი გაიწერა, დანარჩენი კი სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა ხელფასებს მოხმარდა.

აღნიშნული თანხიდან, 2018 წლის ოქტომბრის თვეში, სარესტორნე მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა 161ლარი შეადგინა, ხოლო 4067 ლარი, 2018 წლის განმავლობაში რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრებისათვის და მოწვეული სტუმრების დახვედრისათვის საჭირო წყლის, ჩაის, სუვენირების და სხვა ნივთების შეძენის ხარჯია.

შეგახსენებთ, 2018 წელს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის, საბიუჯეტო სახსრებიდან სულ 625 000 ლარი გამოიყო, საიდანაც 424 330 ლარი თანამშრომელთა ხელფასებისთვის დაიხარჯა.

Read 229 times Last modified on Last modified on თებერვალი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი