25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ

თებერვალი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ინოვაცია და ჩვენ", - ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომლის მიზანია ინოვაციური მოდელის დანერგვის გზით, რეგიონში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების დასაქმება და ამისთვის საჭირო უნარების განვითარება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყო, რომელსაც 14 - დან 29 წლამდე ასაკის მქონე დევნილი ახლგაზრდები, სოციალური მეწარმეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები და გორის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას კი დაგეგმილი აქტივობები და პროექტის მიზნები პროექტის მენეჯერმა, ლელა მაისურაძემ გააცნო.

"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. ამისთვის, პროექტის ფარგლებში, 25 დევნილი ახალგაზრდა გაივლის სამთვიან ინტენსიურ კურსს შემდეგი მიმართულებებით: მარკეტინგი, ვებ-დიზაინი, ინგლისური ენა. აგრეთვე, მონაწილეებს ჩაუტარდებათ სესიები დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი უნარების განსავითარებლად, როგორიცაა: გუნდური მუშაობა, პრობლემის გადაჭრა, დროის მენეჯმენტი და პრეზენტაციის უნარი. პროექტის მეორე ფაზაში დაფუძნდება სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდება და სტაჟირებას გაივლის პროექტის 10 წარმატებული მონაწილე. სოციალური საწარმო განახორციელებს მარკეტინგულ მომსახურებას საქართველოში უკვე არსებული სოციალური საწარმოების პროდუქციის ონლაინ გაყიდვების პლატფორმის შექმნისა და შემუშავებული მარკეტინგული გეგმის განხორციელების შედეგად", - აღნიშნა ლელა მაისურაძემ.

ის ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენელია. ევროკავშირის მხარდაჭერით აღნიშნულ პროექტს შიდა ქართლში სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს. ტრენინგებისთვის სივრცესა და ტექნიკურ მხარეს კი გორში მისი პარტნიორი ორგანიზაცია "ევროპული განათლების აკადემია ბიდისი" უზრუნველყოფს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ გორის მერი, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც საზოგადოებას პროექტის განხორციელების პროცესში  საკუთარი წვლილი გააცნეს.

Read 575 times Last modified on Last modified on თებერვალი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი