მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს

თებერვალი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში 50 წლის ე. ს. დააკავეს. 

შსს - ს ინფორმაციით, ბრალდებული მამიდას - 67 წლის ქ. ს.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1969 წელს დაბადებული ე. ს. ცხელ კვალზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დააკავეს. 

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ - ის 126 - ე პრიმა მუხლის 1  - ლი ნაწილით და 11  - პრიმა 151 - ე მუხლის 1 - ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Read 333 times Last modified on Last modified on თებერვალი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი