Back to Top
პარასკევი, 22 თებერვალი 2019 15:31

სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმაურება

Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას იზიარებს და ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის  „ცხინვალის“ ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ცხინვალის "ცხინვალი" წლების განმავლობაში სარგებლობს შეუბღალავი რეპუტაციით. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გმობს ყოველგვარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ საფეხბურთო კლუბის "ცხინვალი" ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. malatyaguncel.com - ის ცნობით, ანტალიას სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ქურდობაზე დააკავეს.

"ცხინვალის "სპარტაკის" ხუთმა ფეხბურთელმა ანტალიის სავაჭრო ცენტრში ნივთები მოიპარა, სადაც ისინი ნაქირავები ავტომობილით მივიდნენ. საქართველოს პირველი ლიგის გუნდი "ცხინვალი" ბელეკში მოსამზადებლად გასულ კვირაში ჩამოვიდა. გუშინ გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. კონიატის სავაჭრო ცენტრში მივიდნენ, შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმელი, შორტები და 9 სხვადასხვა სახის საქონელი მოპარული იყო. სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა 17:45 საათზე მოხდა. ისინი ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ მათ ბრალს წაუყენებენ და სასამართლოს წინაშე წარდგებიან", - წერს გამოცემა.

Read 1037 times Last modified on პარასკევი, 22 თებერვალი 2019 20:43