გორში სუპერთასის მატჩი ჩატარდება

თებერვალი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 2019 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

ფინალში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "საბურთალო" შეხვდებიან.

ქუთაისელებს ქვეყნის სუპერთასი ორჯერ - 1999 და 2017 წლებში აქვთ წაგებული, ხოლო 2018 წელს კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა "ჩიხურა" დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის მესამე შიდა ტიტული. ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" კი სუპერთასის მოგებას პირველად შეეცდება.

შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

Read 389 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი