Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 თებერვალი 2019 18:47

ოკუპაციის დღესათან დაკავშირებით გორში ღონისძიება არ ჩატარებულა

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ რეგიონთან მდებარე ქალაქში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა.

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ოკუპაცია გრძელდება დღესაც, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ყოველდღიურად მშვიდობიანი მოქალაქეები მიწის ფართობებს კარგავენ.

გორის მერიაში ამ თარიღთან დაკავშირებით მხოლოდ დროშები დაუშვეს, სხვა არანაირი ღონისძიება ქალაქში არ მოწყობილა. 

შეგახსენებთ, გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის, ერგნეთში კი ომის მუზეუმებია გახსნილი, დღეს ეს სივრცეები დაკეტილი იყო და სტუმრები არ მიუღიათ.

Read 722 times Last modified on ორშაბათი, 25 თებერვალი 2019 18:52