Print this page
სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 11:21

გორის მერიის მანქანებიდან ტექდათვალიერება მხოლოდ 2 - მა გაიარა

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ბალანსზე არსებული მანქანებიდან ტექნიკური შემოწმება ამ დროისთვის მხოლოდ 2 ავტომობილმა გაიარა.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმეს მცირე ხარვეზები აღმოუჩინეს და მის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მისცეს, ხოლო დანარჩენების სავალდებულო შემოწმება უწყებას მარტის თვეში მოუწევს.

თებერვლის დასაწყისში გორის მერიამ ავტომანქანების შეკეთებაზე 25 400 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, უწყების ცნობით, ავტომობილების რაოდენობა, რომელსაც ტექნიკური მომსახურება ესაჭიროებოდა სულ 10-ია. მათ შორის ყველაზე ახალი 2012 წლიანი TOYOTA HILUX -ია. ყველაძე ძველი კი 1998 წელს გამოშვებული MERSEDES CLK.

Read 1025 times Last modified on სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 11:25