გორის ბიუჯეტიდან კრივის, კიკბოქსინგის და ჭიდაობის დაფინანსებას ითხოვენ

თებერვალი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, როდესაც დეპუტატები რაგბის განვითარების პროგრამის დამტკიცებაზე მსჯელობდნენ, გორის კრივის სკოლის დირექტორი და საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ავთანდილ შოშიაშვილი შენიშვნით გამოვიდა.

შოშიაშვილის რეპლიკა კლუბი ,,ჯიქების“ თანადაფინანსებაში მერიის 200 500  ლარით მონაწილეობას მოჰყვა. შოშიაშვილმა დარბაზში მყოფ უწყების  წარმომადგენლებს ურჩია, გუნდური სახეობების წახალისების პარალელურად, ფინანსური მხარდაჭერა სპორტის სხვა სახეობებსაც გაუწიონ.

ავთანდილ შოშიაშვილის მსგავსად ფიქრობენ მოკრივეთა გუნდების სხვა მწვრთნელებიც. არჩილ ჯეირანაშილი ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას  მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ის ყურადღებას იმ საჭიროებებზე ამახვილებს, რომლებიც კრივის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

 

გორის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მორაგბეთა ნაკრების დაფინანსება, სპორტის ამ სახეობის მიმართ გაზრდილმა დაინტერესებამ განაპირობა. ის კრივის სფეროს წარმომადგენლებს თანადაფინანსებას იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუ ,,ჯიქების“ მსგავსად ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული რაოდენობის დაფინანსებას მოიპოვებენ.  

დასხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან სპორტის არაგუნდური სახეობების წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლები, ეს ჯერ უცნობია. თუმცა, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და კრივის ხელშეწყობისთვის საჭირო ფინანსებზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, როდესაც დეპუტატები რაგბის განვითარების პროგრამის დამტკიცებაზე მსჯელობდნენ, გორის კრივის სკოლის დირექტორი და საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ავთანდილ შოშიაშვილი შენიშვნით გამოვიდა. მისი რეპლიკა კლუბი ,,ჯიქების“ თანადაფინანსებაში მერიის 200 ათას 500 ლარით მონაწილეობას მოჰყვა. შოშიაშვილმა დარბაზში მყოფ, უწყების წარმომადგენლებს ურჩია, გუნდური სახეობების წახალისების პარალელურად, ფინანსური მხარდაჭერა სპორტის სხვა სახეობებსაც გაუწიონ. შოშიაშვილი ავთანდილ შოშიაშვილის მსგავსად ფიქრობენ, მოკრივეთა გუნდების სხვა მწვრთნელებიც. არჩილ ჯეირანაშილი ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ის ყურადღებას იმ საჭიროებებზე ამახვილებს, რომლებიც კრივის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აჩიკო გორის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მორაგბეთა ნაკრების დაფინანსება, სპორტის ამ სახეობის მიმართ გაზრდილმა დაინტერესებამ განაპირობა. ის კრივის სფეროს წარმომადგენლებს თანადაფინანსებას იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუ ,,ჯიქების“ მსგავსად ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული რაოდენობის დაფინანსებას მოიპოვებენ. შიო დასხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, სპორტის არაგუნდური სახეობების წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლები ეს ჯერ უცნობია. თუმცა, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და კრივის ხელშეწყობისთვის საჭირო ფინანსებზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს.

Read 1324 times Last modified on Last modified on თებერვალი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი