Back to Top
სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 12:43

როგორ დავსაქმდეთ? - ტრენინგი გორელი სტუდენტებისთვის

Rate this item
(0 votes)

გორელ სტუდენტებს დასაქმების თემაზე ტრენინგები უტარდებათ.

ერთ-ერთ ტრენერის, ავთანდილ ბიბილაშვილის თქმით, ისინი ახალგაზრდებს იმ უნარ-ჩვევებზე ესაუბრებიან, რომლებიც დასაქმებისთვის არის საჭირო. 

“ბენეფიციარებად ავირჩიეთ სტუდენტები, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ ან ნაკლები შემხებლობა ჰქონდათ არაფორმალურ განათლებასთან. ეს ტრენინგები ორიენტირებულია იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რაც 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზეა მოთხოვნადი. გუნდური მუშაობა, სწავლების სწავლება, პრობლემების გადაჭრა (მოგვარება ), თვთ პრეზენტაცია და ბოლო თემა მეწარმეობა“, -ამბობს ავთანდილ ბიბილაშვილი. 

ტრენგებს 20 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი ესწრება. ხუთ-დღიანი კურსი ხვალ დასრულდება. მარტის თვეში ანალოგიური ტრენინგები 14-დან 18 წლამდე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ. 

ტრენინგების კურსს პროექტის “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმი ატარებს. 

პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავარჩინო ბავშვები“ მიერ ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. 

Read 949 times Last modified on სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 13:52