Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 13:08

ლია კოვზიაშვილი გორის ბაღების თანამშრომელთა პრეტენზიებს პასუხობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ბაღის თანამშრომელთა პრეტენზიებს გამოეხმაურა. 

 

“რისი საშუალებაც გვქონდა ისე მოვუმატეთ ხელფასი. ვიცით, რომ მიზერული ხელფასებია, მაგრამ რაც შევძელთ, ის გავაკეთეთ. ყველა აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს გავუთანაბრეთ ხელფასი. რაც შეეხება მათ პრეტენზიას, რომ სააგენტოში ბევრად მეტი ხელფასები აქვთ, სააგენტო 62 ბაღს ემსახურება და მათ ერთი ჯგუფი ჰყავთ მისახედი“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა იმ თანამშრომელთა საპასუხოდ, რომლებიც ხელფასის 30 ლარით მომატებით უკმაყოფილოები არიან. 

კოვზიაშვილი მისი გადადგომის მოთხოვნამ გააღიზიანა და რადიო “მოზაიკას“ უკმაყოფილო აღმზრდელის თანაშემწეების ვინაობის გამხელა სთხოვა. ის ფიქრობს, რომ თუ ვინმეს მის მიმართ პრეტენზიები აქვს, საჯაროს საკუთარი ვინაობის გამხელასაც არ უნდა მეორიდოს. 

ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 26 თანამშრომელია. მათი ხელფსებისთვის მიმდინარე წელს 212 100 ლარი დაიხარჯება.შრომითი ანაზღაურების ნუსხა თანამდებობების მიხედვით, თვეში 17 675 ლარით განისაზღვრება.

 

 

Read 1276 times Last modified on სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 13:17