ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტების დასაფინანსებლად 21 875 ლარი გამოიყო

თებერვალი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ 35 სტუდენტს სწავლების დაფინანსებაში  ფინანსური დახმარება გაეწია.

ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც  სტუდენტებთან დღეს შეხვედრა გაიმართა. ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსის სოსო ცოტნიაშვილის განმარტებითმ,  ღონისძიების ფარგლებში, შედგა გაცნობა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დევნილ სტუდენტებს საკუთარი პროექტები გააცნეს.

2019 წელს საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების ოდენობა და პირობები  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 იანვრის №04/1 ბრძანებითაა დამტკიცებული, რომელიც  სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესს განსაზღვრავს.

2019 წლის 15 თებერვლამდე სტუდენტებს დაფინანსების მოსაპოვებლად  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისთვის უნა მიემართათ. შესაბამისი კრიტერიუმები 35 მათგანმა დააკმაყოფილა. მათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაფინანსებლად სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისგან ერთჯერადი ფინანსური დახმარებაი 625 ლარის ოდენობით მიიღეს. 

Read 302 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი