ხურვალეთში მავთულხლართებთან პუტინის ფოტო და საქართველოს დროშა გამოჩნდა

თებერვალი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებთან ადგილობრივებმა საქართველოს დროშა და პუტუნის ფოტო დაკიდეს.

ფაქტის ამსახველ ფოტო-მასალას ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის წარმოამდგენელი ლუდა სალია ავრცელებს. ის ამბობს, რომ აღნიშნული ნივთები ოკუპანტებმა ჩამოხსნეს, რუსეთის პრეზიდენტის ფოტო კი ადგილზე დახიეს.

"ეს ფოტო ზუსტად სლოცავთან, მავთულხლართებთან გადავიღეთ, სადაც პუტინის ფოტო უხამსი წარწერით ჩანს და თავზე საქართველოს დროშა დაფრიალებს, ნიშნად იმისა, რომ ეს ქართული მიწებია. ზუსტად 8 წუთში ოკუპანტმა ჩამოხსნა საქართველოს დროშა, პუტინის ფოტო კი ჩემ თვალწინ დახია და გადააგდო, ამას შტაბში ასეთი წარწერით ვერ მივიტანო", - უთხრა რადიო "მოზაიკას'' ლუდა სალიამ.

Read 465 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი