17 თებერვალს გორელ ფერმერებს ვორქშოპი ჩაუტარდებათ

თებერვალი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

17 თებერვალს გორში, ადგილობრივი ფემერებისთვის ვორკშოპი „დაიმუხტე წარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ მოეწყობა.

ვორკშოპის ფარგლებში მოწვეული ევროპელი და ადგილობრივი ფერმერები დამსწრეებს გაუზიარებენ თვიანთან გამოცდილებას, ისაუბრებენ აგროპროდუქციის წარმოების სპეციფიკაზე, გამოწვევებზე, რომელსაც წარმოების პროცესში აწყდებიან, პროდუქტის შეფუთვასა და მარკეტინგზე, პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე , ევროპულ ბაზარზე მოხვედრისთვის საჭირო სტანდარტიზაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია წარმატებული ფერმერული საქმიანობის დაწყებისთვის.

ვორკშოპს წარუძღვებიან შვეიცარიელი ფერმერი ფრენსის ბლაზერი, გერმანელი მეღვინე ჰილარიუს პიუცი, გორელი ფერმერები - მიხეილ ედილაშვილი და იოსებ ხუროშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტები ევროპული ინტეგრაციისთვის“.

ვორკშოპი გორში, აგროქართლის შენობაში ჩატარდება. 

 

Read 1032 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი