კიდევ ერთი გორელი ახალგაზრდა სავარაუდოდ CO-თი გარდაიცვალა

თებერვალი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 20 წლის დ.ბ. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

გამოძიება უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელს ასახელებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიება 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახლობლების ინფორმაციით, დ.ბ. თბილისში სამუშაოდ იყო წასული.

"ყაზტრანგაზ-თბილისის" წარმომადგენლების თქმით, ბინაში ღია წვის ტიპის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.  

 

Read 589 times Last modified on Last modified on თებერვალი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი