გოგონა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სამბალიან კომაში რჩება

თებერვალი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გოგონა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სამბალიან კომაში რჩება - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სამხედრო ჰოსპიტალიდან აცნობეს.

საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

"სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გოგონა რჩება 3-ბალიან კომაში. რეანიმატოლოგები უახლოეს მომავალში რაიმე სასიკეთო ცვლილებას არ ელოდებიან".

შეგახსენებთ, რომ გორში 16 წლის გოგონამ 19 თებერვალს თვითმკვლელობა სცადა. ოჯახის წევრებმა მას უგონო მდგომარეობაში მიუსწრეს და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

Read 4532 times Last modified on Last modified on თებერვალი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი