გორის თეატრს რეპერტუარის შემუშავებაში ხელი ეშლება - დაზიანებულია მართვის პულტი

მარტი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თეატრში მართვის პულტი არ მუშაობს, რის გამოც შემოქმედებით ჯგუფს რეპერტუარის შემუშავებაში ხელი ეშლება, - უთხრა რადიო "მოზაიკას" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

დავით ჩხარტიშვილის თქმით, თეატრის ელექტრო გაყვანილობა მწყობრში არ არის, რაც დენის ცვალებადობას იწვევს.

"დაზიანებული მართვის პულტი პრობლემებს ქმნის, არასტაბილური რეპერტუარის შემუშავებაში. პულტი დაძველდა, თეატრში არ არის მწყობრში ელექტრო გაყვანილობა. ცვალებადი დენის დროს ჩართვა-გამორთვის პრინციპმა პულტი კიდევ უფრო დააზიანა".

სამხატვრო ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამივე სცენა ერთი მართვის პულტით იმართება, რის გამოც მისი ხშირი გადატანა-გადმოტანაა საჭირო.

"ამ ტრანსპორტირებამაც გამოიწვია მისი დაზიანება. ერთი წლის განმავლბაში, შევაკეთეთ სამჯერ, მაგრამ ორ-სამ თვეში ისევ ფუჭდება. ახლაც შევაკეთეთ, მაგრამ არ ვიცი, რამდენხანს იმუშავებს. პულტმა თავისი რესურსი ამოწურა. აუცილებლად ახალი უნდა შევიძინოთ", - გვითხრა ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, თეატრს საკუთარი სახსრებით მართვის პულტის შეძენა არ შეუძლია.

"იმდენად დიდი თანხა ჯდება, რომ ჩვენი რესურსით ვერ გავწდებით, ღირებულება 35 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში არ იყიდება, უნდა გამოვიწეროთ. მეორადს ვერ ვიყიდით, რადგან მასაც ამაწურული ექნება თავისი რესურსი".

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული დაპირების თანახმად, თეატრს ეს პრობლემა მალე მოუგვარდება.

Read 277 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი