შემცივდა და გასათბობად დავანთე ცეცხლი - ხანძარი ქვემო ნიქოზში

მარტი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში ორ ჰექტრამდე ფართობი დაიწვა.

ცეცხლი გუშინ ღამით გაჩნდა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მინდორში ცეცხლი 60 წლამდე მამაკაცმა გასათბობად დაანთო. ძლიერმა ქარმა კი ცეცხლი თითქმის ორ ჰექტარზე გაავრცელა.

მერის რწმუნებულის, გიორგი ლარაზარაშილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლო.

"მალე მოვიდა სახანძრო სამსახური და ცეცხლი ჩააქრო. დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი. არავინ დაშავებულა ხანძრის შედეგად", - გვითხრა ლაზარაშვილმა

Read 818 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი