გორის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა

მარტი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" იშლება. ფრაქციის წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში გუშინ შეიტანა.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, ფრაქცია, განცხადების დარეგისტრირების შემდეგ უკვე დაშლილად ითვლება.

"გუშინ შემოიტანა განცხადება ფრაქციის დატოვების შესახებ. ჯერ გავა კომისიის სხდომაზე, იმსჯელებს საპროცედურო კომისია და შემდეგ, ალბათ ამ თვის პირველივე საკრებულოს სხდომაზე გავა საკითხი. სამკაციანი ფრაქციაა და განცხადების დარეგისტრირების შემდეგ უკვე დაშლილად ითვლება", - განაცხადა ზაზა ნასყიდაშვილმა.

Read 444 times Last modified on Last modified on მარტი 02 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი