Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 02 მარტი 2019 14:27

ირმა ამბარდნიშვილი: ფრაქცია ისედაც დაშლილი იყო და მე ცალკე ვიყავი

Rate this item
(0 votes)

საკრებულოს დეპუტატი ირმა ამბარდნიშვლი, რომელმაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში დაარეგისტრირა, ორშაბათს ბრიფინგს გამართავს.

ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ფრაქციის დატოვების მიზეზებზე ორი დღის შემდეგ ისაუბრებს.

"ფრაქცია ისედაც დაშლილი იყო და მე ცალკე ვიყავი ფაქტობრივად. ორშაბათს გავმართავ ბრიფინგს და მიზეზებზე მაშინ ვისაუბრებთ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ირმა ამბარდნიშვილმა.

ამავე თემაზე: გორის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა

ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში გუშინ შეიტანა.

Read 946 times