ენმ: ეჭვი გვაქვს, რომ ამბარდნიშვილთან დაკავშირებით რაღაც მოხდა

მარტი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, საკრებულოს დეპუტატის, ირმა ამბარდნიშვილის გადაწყვეტილება ფრაქციის დატოვების შესახებ, მათთვის მოულოდნელი იყო.

ქორჩილავა ამბობს, რომ ამბარდნიშვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

"მოულოდნელი იყო ჩვენი ფრაქციის წევრის, ირმა ამბარდნიშვილის განცხადება. მთელი დღის მანძილზე ვურეკავთ და ვერ ვუკავშირდებით, ვერ გავდივართ კონტაქტზე. ეჭვი გვაქვს, რომ რაღაც მოხდა, უფრო მეტ დეტალს ჩვენი ფრაქციის წევრის ნახვის შემდეგ გავარკვევთ. ჩვენ ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია და ძალიან საინტერესოა, რა მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც საკრებულოში, ასევე საკრებულოს გარეთ, ვიმუშავებთ აქტიურად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად", - ამბობს ქორჩილავა.

Read 312 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი