"თავისუფალი დემოკრატების" წევრს დასაქმებას 9 თვით სთავაზობენ

თებერვალი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ლიზა ყაზიშვილსა და კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს სასამართლომ ისევ მორიგების ვადა მისცა. დღევანდელ პროცესზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ყაზიშვილს 9 თვიანი სახელშეკრულებო ვადით დასაქმება შესთავაზა. მოსარჩელე მხარეს ჯერჯერობით შეთავაზებაზე პასუხი არ გაუჟღერებია და ფიქრობს, თუ ვინ წყვეტს რეალურად მისი დასაქმების საკითხს.

ლიზა ყაზიშვილის ეჭვებს გუბერნატორი უსაფუძვლოს უწოდებს. კახა სამხარაძე განმარტავს, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში ადმინისტრაციას ჩარევის უფლება არ აქვს.

ქალაქის მერი კი როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, აღნიშნული საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ნაკლებად ინფორმირებულია. კონსტანტინე თავზარაშვილი უარს "თავისუფალი დემოკრატების" წევრისთვის ერთ წლიან ხელშეკრულებაზეც არ ამობობს.

https://soundcloud.com/nino-chibchiuri/qlvfo159d9lk

რაც შეეხება კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი ნადიბაიძემ "მოზაიკას" ზარებს დღეს უკვე აღარ უპასუხა, გუშინდელ კომენტარში კი არ დააკონკრეტა, თუ ვისთან გაიარა კონსულტაციები ლიზა ყაზიშვილის დასაქმების თემაზე.

ლიზა ყაზიშვილი კულტურის ცენტრიდან რეორგანიზაციამდე, გასული წლის მაისში გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. ის ახლად ჩამოყალიბებულ სააგებტოში მისი შტატის გაუქმების შემდეგ უვადო ხელშეკრულებით დასაქმებას ითხოვს.

Read 1838 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი