გორში, 15 წლის გოგონა 24 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა - მოსწავლემ სკოლაში სწავლა შეწყვიტა

მარტი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"15 წლის გოგონა 24 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა", - შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

"მთელმა სკოლამ კი არა, მთელმა სოფელმა იცის ამის შესახებ, მასწავლებლებმაც იციან და მოსწავლეებმაც", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ცნობით, შემთხვევა ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა.

"ყველამ იცოდა, რომ ამ ბავშვს შეყვარებული ჰყავდა. მერე გაიპარნენ და ესეც ყველამ გაიგო. ამის შემდეგ, გოგონამ სკოლაში სწავლა შეწყვიტა", - აცნობეს რადიო "მოზაიკას".

არსებული ინფორმაციით, სწავლის შეყვეტის თაობაზე სკოლას გოგონას მშობელმა მიმართა. 25 ოქტომერს გოგონას დედამ დირექტორს წერილობითი განცხადებით სთხოვა, რომ მის შვილს მოსწავლის სტატუსი შეყვეტოდა. სკოლის დირექტორმა მშობლის განცხადება ოთხ დღეში, 29 ოქტომბერს დააკმაყოფილა. 3 დეკემბერს კი, 15 წლის გოგონამ და 24 წლის ბიჭმა ჯვარი დაიწერეს.

საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე მიუღწეველ პირთან ქორწინება ნებადართული არ არის. 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქსობრივი კავშირი კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით. 

წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ქორწინება ოფიციალურად რესგისტრირებული ამ დრომდე არ არის და გოგონას და ბიჭს მხოლოდ ჯვარი აქვთ დაწერილი. 

ფაქტის შესახებ რადიო "მოზაიკა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელს ქეთი ბებიაშვილს ესაუბრა. იურისტის თქმით, სკოლა უნდა დაინტერესებულიყო, რატომ ითხოვდა მსობელი ბავშვის სკოლიდან გაყვანას და გადაყვეტილება მიზეზების მოკვლევის შემდეგ მიეღო. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, სკოლას უნდა მოეკვლია, რატომ ითხოვდა მშობელი შვილის სკოლიდან გაყვანას. ხომ არ იყო ის ძალადობის მსხვერპლი ან სკოლაში და ან სახლში. ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე კანონდარღვევას და ამის შემდეგ უნდა მიეღო მას გადაყვეტილება", - გვითხრა ბებიაშვილმა. 

მომხდართან დაკავშირებით, რადიო "მოზაიკა" გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელსაც ესაუბრა. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, გოგონას საბაზისო საფეხური უკვე დახურული ჰქონდა, რაც სკოლას უფლებას აძლევდა, მშობლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისთვის მოსწავლის სტატუსი შეეწყვიტა.

"როგორც ვიცი, გოგონა სექტემბრიდან აცდენდა სკოლას, რის გამოც, დირექტორი მის მშობლებს რამდენჯერმე ესაუბრა. ოქტომბერში კი, მშობელმა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გოგონა სკოლიდან გაიყვანა. ამის შემდეგ გაყვა გოგონა იმ ბიჭს ცოლას და რადგან ის უკვე აღარ იყო მოსწავლე, სკოლას რეაგირების ვალდებულებაც აღარ ჰქონდა", - გვითხრა ტერმაკოზაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას სწავლა არც სხვა სკოლაში გაუგრძელებია. 

 

Read 6647 times Last modified on Last modified on მარტი 04 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი