Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 04 მარტი 2019 12:48

საქართველოს "ევროვიზიაზე" გორელი ოთო ნემსაძე წარადგენს

Rate this item
(0 votes)

გორელი მომღერალი ოთო ნემსაძე საქართველოს "ევროვიზიარე" წარადგენს.  

ქვეყნის წარმომადგენელი მუსიკალური კონკურსით “საქართველოს ვარსკვლავი“ შეირჩა. ფინალურ შოუში ოთო ნემსაძემ ხმათა 44,13 პროცენტი მიიღო.

მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით "ევროვიზიის" საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, რომან გიორგაძის სიმღერით "სულ წინ იარე“ წარდგება.

"ევროვიზია" წელს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში გაიმართება. 

ინფორმაციისთვის, ოთო ნემსაძე სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობდა. არის „ჯეოსტარი 2010“-ის გამარჯვებული. 2012 წელს გაიმარჯვა კონკურსში „ბრავო“ და მეორე ადგილი დაიკავა 2016 წელს, კონკურსში „ერთი ერთში“. 

Read 1570 times