ენმ-მ ირმა ამბარდნიშვილი პარტიიდან გარიცხა

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ირმა ამბარდნიშვილი პარტიიდან გარიცხულია, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" პოლიტსაბჭოს წევრმა, რევაზ კახნიაშვილმა მიაწოდა.

ის ფიქრობს, რომ ამბარდნიშვილმა საკრებულოში ფრაქციის დაშლის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრების კონსულტაციების გავლის შედეგად მიიღო.

"მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ ფრაქცია დაგვიშალა ირმამ საკრებულოში, მთელი 2 დღის განმავლობაში, ვწერდი და საერთო მეგობრების მეშვეობით, შეხვედრას ვთხოვდი, რათა მომესმინა რეალური მიზეზი, თუ რატომ დაგვიშალა ფრაქცია და რატომ ასიამოვნა  "ქართული ოცნება". მაგრამ არ გვხვდებოდა და იმალებოდა. აქედან გამომდინარე, ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურმა აპარატმა, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, და პარტიის წესდების თანახმად, მიიღო გადაწყვეტილება ამბარდნიშვილის გარიცხვის თაობაზე. მის ბრიფინგამდე ის პარტიიდან უკვე გარიცხული იყო", - ამბობს რევაზ კახნიაშვილი.

ირმა ამბარდნიშვილმა საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი თეონა მაისურაძე გასული წლის თებერვალში ჩაანაცვლა. მაისურაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე, საკრებულოს თავად მიმართა, რაც საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გადაწყვეტილებით ახსნა. რამდენიმე დღის წინ კი ამბარდნიშვილმა განაცხადა, რომ კანცელარიას ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ მიმართა.

ამავე თემაზე: გორის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა

Read 1254 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი