გორში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის ქუჩაზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა, - აცნობეს რადიო "მოზაიაკას.

წყაროს ინფორმაციით, CO-თი ცოლ-ქმარი და 2 წლის ბავშვი მოიწამლა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, მშბლების მგდომარეობა დამაკმაყოფილებელია და ბავშვი კი პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. 

"საგანგაშო მდგომარეობა არ ყოფილა. მშობლების ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო. ბავშვი კი მაინც გადავიწყვანეთ საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია", - გვითხრა თემურ თანიაშვილმა, გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარმა ექიმმა. 

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს. 

 

Read 936 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი