საშინელი გამონაბოლქვია - გორში "კულას" ქარხნის მიმართ მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"კულას" ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს საწარმოს მიმართ პრეტენზიები აქვთ.

"საშინელი გამონაბოლქვია. ყველა ვწუხდებით, ვინც მაგ ქარხნის მიმდებარედ ვცხოვრობთ", - ამბობენ მოქალაქეები. 

"კულას" ქარხანა კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე მდებარეობს. საწარმოს მიმდებარედ რამდენიმე საცხოვრებელი კოსრპუსი დგას. რადიო "მოზაიკას" სწორედ ამ კორპუსში მცხოვრებლები დაუკავშირდნენ. 

“რამდენჯერ დარეცხილი სარეცხი თავიდან გასარეცხი გამხდარა. ვერც ფაჯრებს ვაღებთ, სუნიც საშინელი აქვს. რეზინებს წვავენ ალბათ, მაგიტომაა ასეთი გამონაბოლქვი“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"ამ კოსპუსებში ბავშვებიც ცხოვრობენ და ამ საშინელ კვამლს სუნთქავენ. არ მგონია, ვინმეს ეგონოს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის", - ამბობენ მეზობლები.

 

შინდისის გზატკეცილის #10-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება გორის მუნიციპალიტეტის მერიას რამდენჯერმე სთხოვეს. 

“დავწრეთ განცხადებები რამდენჯერმე და მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას. მოსულებიც იყვნენ, შეამოწმეს, მაგრამ თქვეს, რომ კერძო საკუთრებაა და არაფერი შეგვიძლიაო. შარშან, ზაფხულში, ლამის დავიხუთეთ, ისეთი სუნი იყო“.

საკონსერვო ქარხანა “კულა“, წლებია, ბიო პროდუქციას აწარმოებს. დაახლოებით 200-მდე დასახელების ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო პროდუქტი საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება.

 

Read 1425 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი