Back to Top
სამშაბათი, 05 მარტი 2019 14:43

შიდა ქართლის გუბერნატორი და მისი "ბადი" ცხოველთა უფლებებისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი, თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად, ცხოველთა დაცვის მიზნით მომზადებულ ვიდეო რგოლში მონაწილეობს.

გიორგი ხოჯევანიშვილის "ბადი" ჯერ 10 თვისაა და გუბერნატორისთვის მასზე ზრუნვა ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილია. 

 

badikoooo

 

ვიდეორგოლში გუბერნატორი მოქალაქეებს ცხოველთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს თავის შინაურ ცხოველებზე. ძაღლის მიტოპვება დანაშაულია. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვზრუნავდეთ ცხოველებზე, რომლებიც მოვიშინაურეთ", - ამბობს შიდა ქართლის გუბერნატორი ვიდეო რგოლში.

 

gubeee da badiiii

 

კლიპის პრეზენტაციას, რომელშიც ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ორგანიზაცია "ქართლოსი" ხვალ NDI-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში გამართავს

Read 2275 times Last modified on სამშაბათი, 05 მარტი 2019 14:58