პარლამენტარის "იბოლია" გორის მერიის 1 112 215 ლარის ღირებულების ორ ტენდერში მონაწილეობს

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარლამენტარის კომპანია გორის მერიის 1 112 215 ლარის ღირებულების ორ ტენდერში მონაწილეობს.

მიმდინარე წელს, პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლია“ გორის მუნიციპლაიტეტის ორ ტენდერში მონაწილეობს. აქედან ერთში, უკვე გამარჯვეულია და მასთან მერია 355 125 ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს. ამ თანხაში კომპანიამ, გორში, კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს. ტენდერში გამარჯვებულმა შპს “იბოლიამ“ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 3 დღეში უნდა დაიწყოს და ოთხ თვეში დაასრულოს. 

მეორე ტენდერთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება 757 090 ლარია, გორის მუნიციპალიტეტი შერჩევა-შეფასების პროცესშია. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება გორში, გორგასლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ორივე ტენდერი დასრულებულია და ორივეგან შპს “იბოლია“ უკონკურენტო მონაწილეა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერია შპს “იბოლიასთან“ გასულ წლებშიც აქტიურად თანამშრომლობდა.

Read 608 times Last modified on Last modified on მარტი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი