რატომ აღნიშნავს გორის მერია ქალთა კვირეულს სპორტულ-კულტურული აქტივობებით

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

3 მარტს გორში ქალთა კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სახის აქტივობები დაგეგმა. 

მერიის მიერ 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით დაგეგმილ აქტივობებს შორისაა სპორტული და კულტურული ღონისძიებები - შეჯიბრებები, კონცერტები და გამოფენა. 

რატომ გადაწყვიტა გორის მერიამ ქალთა კვირეულის აღნიშვნა სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით? - ამ კითხვით რადიო "მოზაიკამ" გორის მერს კონტანტინე თავზარაშვილს მიმართა. მის პასუხს კი უცვლელად გთავაზობთ:

"მარტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული გვაქვს, დედების და ქალბატონების დღე, კიდევ ერთხელ გილოცავთ. წელს გვინდოდა, რომ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ყოფილიყო ამ დღეების აღნიშვნა და სხვადასხვა ღონისძიებები დავგეგმეთ. 3 მარტს დავიწყეთ სპექტაკლით, სადაც რეჟისორიც და მსახიობიც ქალბატონი იყო. შემდეგ გვქონდა გორელი მხატვარი ქალბატონების გამოფენა, ასევე გარბენი, სადაც ისევ ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას. დაგეგმილია ფეხბურთი, კალათბურთი და მხიარული სტარტები ისევ და ისევ ჩვენი ქალბატონების მონაწილეობით და მე მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი აქტიურობისთვის და წარმატება ვუსურვო. ჩანიშნულია ასევე ვაჟა დურგლიშვილის და მისი მეგობრების კონცერტი და ყველას ვეპატიჟებით, 7 მარტს 15:00 საათზე კულტურის ცენტრში და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული 8 მარტს კიდევ ერთი კონცერტით დასრულდება, სადაც ადგილობრივი შემსრულებლების მიიღებენ მონაწილეობას. გელოდებით ყველას და კიდევ ერთხელ გილოცავთ.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავულამაზოთ ცხოვრება ქალბატონებს და 3 მარტს, დედის დღე 100 წელს გადაცილებულ მოხუცებსა და სამშობიაროებში მელოგინე დედებს მივულოცეთ. 8 მარტსაც გვაქვს დაგეგმილი მსგავსი აქცია, რასაც სიურპრიზად დავტოვებ."

ინფორმაციისთვის, 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა - ეს დღე პირველად 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია 1911 წელს, ნიუ-იორკში, საფეიქრო ფაბრიკაში გაჩენილი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი. 1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ. ამ დღის აღნიშვნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების მიმოხილვას და ქალების გაძლიერების საჭიროებებზე მსჯელობას ეთმობა. 

Read 409 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი