გორის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონა ბიძას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 13 წლის გოგონა ბიძას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, - აცნობეს რადიო "მოზაიკას". 

წყაროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბიძა გაყვანილია გოგონას ოჯახიდან. 

არსებული ინფორმაციით, გოგონა და ბიძა ერთად ცხოვრობდნენ. პოლიციამ კი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლემ საკუთარ დამრიგებელს ბიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ უამბო.

გოგონა მერვე კლასშია და ის სწავლას აგრძელებს. 

მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან გოგონას ახლობლებიც  - დედამ ფაქტს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა და თქვა, რომ გოგონა ბიძის გაზრდილია და რომ მისი მხრიდან ბავშვზე მოფერება სხვაგვარად აღქმული არ უნდა იყოს. 

 

Read 1517 times Last modified on Last modified on მარტი 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი