Back to Top
სამშაბათი, 05 მარტი 2019 16:28

13 წლის გოგონაზე ძალადობაში ეჭვმიტანილ ბიძას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

Rate this item
(0 votes)

13 წლის გოგონაზე ძალადაობაში ეჭვმიტანილ ბიძას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

მომხდარის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკამ" დღეს გაავრცელა - არსებული ინფორმაციით, ბიძამ 13 წლის გოგონა სექსუალურად ავიწროვებდა და ფიზიკური კონტაქტის დამყარებას, გოგონას სურვილის საწინააღმდეგოდ ცდილობდა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბავი სკოლისთვის გახდა ცნობილი. 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტში ბიძამ 13 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა

Read 962 times Last modified on სამშაბათი, 05 მარტი 2019 17:56