Print this page
სამშაბათი, 05 მარტი 2019 18:18

გოგონა, რომელიც ბიძას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დედით ობოლია

Rate this item
(0 votes)

გოგონა, რომელმაც ბიძა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ძალადობის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ოჯახიდან გაიყვანეს გოგონას მცირეწლოვანი ძმაც. 

"გოგონა და ბიჭი გადაყვანილები არიან ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ბიძა, რომელსაც გოგონა ძალადობაში ადანაშაულებს, დეიდის ქმარია.  ის ბავშვების ერთ-ერთი მეურვე იყო, რადგან დეიდა და ეგ კაცი ამ ბავშვებს, ორი წელი უვლიდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვების დედა სიმსივნით გარდაიცვალა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ცნობით, ბიძას ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

აღნიშნული მასალა ჩასწორებულია და სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 

ბიძების მხრიდან არასწრულწლოვან გოგონებზე ძალადობის 2 ფაქტი გორის ერთ სოფელში

Read 979 times Last modified on სამშაბათი, 05 მარტი 2019 19:51