ბიძების მხრიდან არასწრულწლოვან გოგონებზე ძალადობის 2 ფაქტი გორის ერთ სოფელში

მარტი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" ინფრომაციით, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბიძების მხრიდან არასწრულწლოვან გოგონებზე ძალადობის 2 ფაქტი მოხდა.

ფაქტი I:

13 წლის გოგონა ბიძას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას მამის ძმაა და ის გოგონასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარებას, მისი სურვილის საწინააღმდეგო ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აწარმოებს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ბიძა, რომელიც გოგონამ ძალადობაში ამხილა, ოჯახიდან გაიყვანეს და პოლიციამ მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

გოგონა სკოლაში სწავლას აგრძელებს. 

მომხდარის შესახებ პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონამ ბიძის მხრიდან განხორციელებულ ქმედებაზე მასწავლებელს უამბო. 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონა ბიძას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

 

ფაქტი 2:

მერვე კლასელი გოგონა ბიძას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მას დედა ორი წლის წინ გარდაეცვალა და რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, ბიძა დეიდის ქმარია. მას ორი წელია, ამ ბავშვსა და მის ძმაზე მეურვეობა აქვს აღებული.

წყაროს ცნობით, გოგონა და მისი მცირეწლოვანი ძმა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ბიძას ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე თემაზე: გოგონა, რომელიც ბიძას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დედით ობოლია

 

Read 617 times Last modified on Last modified on მარტი 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი