Back to Top
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 11:56

მეჯვრისხევში ახალი სკოლის აშენება ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ქმრის კომპანიას სურს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლა უნდა აშენდეს - შესაბამის ტენდერში გორის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის მეუღლე უკონკურენტოდ მონაწილეობს.. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სატენდერო წინადადებების მიღება გუშინ დაასრულა. მოთხოვნის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2 470 043 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ერთ წელში უნდა დაასრულოს. კომპანიამ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა მოიცავდეს 12 საკლასო ოთახს, 3 კაბინეტს, ერთ ლაბორატორიას და ასე შემდეგ. 

ამ დროისთვის, ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილოება. შპს “მშენებელის“ 100 %-იანი წილის მფლობელი და მისი დირექტორი ირაკლი დონგუზაშვილია. ის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის მეუღლეა. ბოლო შეთანხმების მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ პატარა მეჯვრისხევში სკოლა 2 223 028 ლარად უნდა ააშენოს.

 

ამავე თემაზე: პატარა მეჯვრისხევის სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

Read 1092 times Last modified on ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 12:04