ბადრი ნანეტაშვილს გორის საკრებულოში პაპუნა კობერიძე ჩაანაცვლებს

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შენების მოძრაობის" წევრი ბადრი ნანეტაშვილი გორის საკრებულოს ტოვებს. მის ადგილს კი ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე დაიკავებს.

რადიო "მოზაიკამ" ენმ-ს პარტიის წევრებზე დაყრდნობით, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ს ახალ ფრაქციაში შესაძლოა ბადრი ნანეტაშვილი გაწევრიანებულიყო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რადიო "მოზაიკასთვის" ცნობილი გახდა, რომ ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოს დატოვებას აპირებს. ეს ინფორმაცია დღეს პაპუნა კობერიძემაც დაადასტურა.  

კობერიძის თქმით, ნანეტაშვილს საკრებულოს დატოვების სურვილი დიდი ხანია ჰქონდა, ოფიციალურად კი ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა მიღო.

"გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, გამოცდილება საკრებულოში მუშაობის, მოგეხსენებათ, რომ მაქვს. ვფიქრობ, თავს კარგად გავართმევ ახალ მოვალეობას. ვნახოთ, ყველაფერს პროცესები გამოაჩენს. როდიდან დავესწრები სხდომებს ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ, გარკვეული პროცესებია გასავლელი, ჯერ ბადრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს საკრებულოდან წასვლის თაობაზე, შემდეგ ჩემი მიღების საკითხი უნდა დამტკიცდეს", -გვითხრა კობერიძემ. 

ის ამ ეტაპზე ენმ-ს მიერ დაანონსებულ ახალ ფრაქციაში გაწევრიანებს არ აპირებს.

"რაც შეეხება ფრაქციას, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან პოლიტიკურ გაერთიანებაში ჩართვას, ამ ეტაპზე, მე პირადად გამოვრიცხავ, თუ რა თქმა უნდა, ამ საკითხზე საუბარი პარტიის მხრიდან იქნება, შემდგომში განვიხილავთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ".

Read 497 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი