გელა კაპანაძე: გორის კულტურის სააგენტოში თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდება

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოში თანამშრომლებს 6 თვიან ხელშეკრულებებს გაუფორმებენ, - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ სააგენტოს ხელმძღვანელი, გელა კაპანაძე ესაუბრა.

მისი თქმით, იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებსაც ხელშეკრულებები გაუგრძელდებათ, თვის ბოლოს იქნება ცნობილი.

“ჯერჯერობით, მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა თანამშრომელს არ გაუგრძელდება ხელშეკრულება. როგორც ადრე ვთქვი, სიტუაციის დეტალურად გაცნობის შემდეგ, გადაწყდება, ვისთან გაგრძელდება თანამშრომლობა. ამ სამსახურში მოსვლისთანავე დავაანონსე, რომ შტატების რაოდენობა გადაიხედებოდა. ამ შემთხვევაში, ერთ-თვიანი ხელშეკრულებების ნაცვლად 6 თვიანი კონტრაქტები გაუფორმდებათ“, - გვითხრა გელა კაპანაძემ.

Read 757 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი