"კულას" დირექტორი: პროდუქციას სტანდარტების დაცვით ვაწარმოებთ

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკონსერვო ქარხნის “კულა“ დირექტორი, ივანე გოგლიძე ამბობს, რომ ქარხანაში პროდუქციას ყველა სტანდარტის დაცვით აწარმოებენ.

გოგლიძე შინდისის ქუჩაზე მცხოვრებლების პრეტენზიებს გამოეხმაურა.

“პრეტენზიის გამოხატვა ყველას შეუძლია. მათ ის აწუხებთ, რომ ქარხანა მუშაობს, მეტი არაფერი. მოვიდნენ და ნახონ, ყველაფერი სტანდარტისა და მოთხოვნის შესაბამისადაა მოწყობილი. ყოველ კვირა მოდიან ჩვენთან შემოწმებაზე, მერიიდან, სურსათის უვნებლობიდან, სხვა შესაბამისი სამსახურებიდან და თავისი თვალით ხედავენ, რომ ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს გოგლიძე.

ამავე თემაზე: საშინელი გამონაბოლქვია - გორში "კულას" ქარხნის მიმართ მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ

შინდისის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ქარხნიდან გამოსული გამონაბოლქვის გამო პრობლემები ექმნებათ და ამ საკითხის მოსაგვარებლად გორის მერიასაც რამდენჯერმე მიმართეს.

Read 530 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი