Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 14:01

მაკრახიძე ღარიბაშვილზე: ბიძინასავით წავიდა და მოვიდა

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მისი დაბრუნებით პარტიაზე სასიკეთოდ აისახება.

"თვითონ ღარიბაშვილმა თქვა, როგორც ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან, მეც ისე წავედი და მოვედიო. წასვლაც მისი ნება იყო და დაბრუნებაც. კარგის გარდა, რა შედეგი უნდა ჰქონდეს მის დაბრუნებას პარტიისთვის?!რაც შეეხება ბესელიას წასვლას გუნდიდან, რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი ამბავი გუნდისთვის, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დალაგდება და პარტია უფრო გაძლიერდება", - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ

Read 897 times