Back to Top
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 15:59

ქალი ამბობს, რომ გორი - ზერტის მიკროავტობუსში მობილური ამოაცალეს

Rate this item
(0 votes)

"გორი - ზერტის მიკროავტობუსში მობილური ტელეფონი ამომაცალეს", - უთხრა რადიო "მოზაიკას" 1979 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ. 

40 წლის ქალი რადიო "მოზაიკას" უყვება, რომ ფაქტის შესახებ პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, სადაც განცხადება დააწერინეს. 

"დავწერე, რომ მობილური ტელეფონი გაურკვეველ ვითარებაში დაკვარგე. მითხრეს, რომ თუ იპოვიდნენ დამიკავშრდებოდნენ, მაგრამ დღემდე არავინ დამკავშირებია. ამბობდნენ, რომ მხოლოდ იმ შემთვევაში ვიპოვით, თუ მობილურ ტელეფონს ჩართავენო", - გვითხრა ნ.ა.-მ.

მისი თქმით, ფაქტების გახსენების შემდეგ, დარწმუნდა, რომ მობილური ტელეფონი კი არ დაკარგა, მოპარეს, თუმცა პოლიციას განცხადების შეცვლის მიზნით, აღარ მიმართა.

როგორც ნ.ა. გვეუბნება, შემთხვევა 3 იანვარს მოხდა და უკვე იმედი აღარ აქვს, რომ ტელეფონს იპოვის. 

"მერე გავიკითხე და მითხრეს, რომ ასე მოპარულ ტელეფონებს ნაწილებად აბარებენ. იმედი აღარ მაქს, რომ ვიპოვი". 

 

 

Read 1235 times Last modified on ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 16:31