ტაეკვანდოს პოპულარიზაციის მიზნით, გორში ტურნირი ჩატარდა

თებერვალი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტული სკოლის დარბაზში ტაეკვანდოს პოპულარიზაციის მიზნით ტურნირი გაიმართა. გორის პირველობაზე ტაეკვანდოში 40-მდე მონაწილემ იასპარეზა.

ტუნირის ორგანიზატორის და მწრთვნელის, თამაზ სამხარაძის ინფორმაციით, შეჯიბრში გოგონებთან ერთად ბიჭებიც იებდნენ მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებულებს სხვადასხვა წონით კატეგორიაში,  შესაბამისი მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ.

-40 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა,ლუკა მაზმიშვილმა, მეორე ადგილი- გიორგი შალამბერიძემ, მესამე ადგილი-თიკა ტერაშვილმა, -33 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა მიხეილ ლუკაშვილმა, მეორე ადგილი დაიკავა რამაზ კუდუხოვმა და მესამე ადგილი- მინდია მინდიაშვილმა

-45 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა ანდრია აწკარუნაშვილმა, მეორე ადგილი ნიკოლოზ ავეტისოვმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკოლოზ ბერიანიძემ დაიკავა.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიგი მაზმანიანმა, მეორე ადგილი გიგი ნახუცრიშვილმა, მესამე ადგილი კი ნიკოლოზ მღებრიშვილმა.გოგონებში, -60 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპივა მარიამ გაბოძემ, მეორე ადგილი არიანა ჭულუხაძემ, მესამე ადგილი კი ნინი აბუაშვილმა.“ -განმარტავს რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბარში თამაზ სამხარაძე.

ტურნირი, ამსახეობის პოპულარიზაციასთან ერთად გენდერული ბალანსის დამკვიდრების ხელშეწყობასაც ითვალისწინებდა სპორტში. ტაეკვანდოისტი გოგონები ამბობენ რომ ბოლო პერიოდში გორში, მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები თითქმის აღარ ვლინდება.

„„თითოელ წონით კატეგორიაში ერთ გამარჯვებული გამოვლინდა, პირადად მე არ გამჭირვებია, მაგრამ ყოველთვის როდესაც საბრძოლველად გავდივარ თითქოს რაღაც მიშლის ხელს, ვერასდროს ვერ ვაკეთებ იმას რაცშემიძლია. ალბათ კიდევ მჭირდება მუშაობა, რომ უფრო თავდაჯერებული ვიყო შეჯიბრზე გასვლის წინ. საერტოდ კარგია რომ ჩვენს ქალაქშ ასეთი ტურნირი ეწყობა და უფრო პოპულარული ხდება სპორტის ეს სახეობა. ასევე კარგია, რომ ამ ტუნირში ბიჭებთან ერთად გოგონებიც რომ ვმონაწილეობთ.“ - ამბობს მესამე ადგილზე გასული ნინი აბუაშვილი.

ტაეკვანდო კორეული საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლების მანძილზე თანდათან პოპულარული ხდება. გორის სპორტული დარბაზი ანალოგიური მიზნით, უახლოეს მომავალში უფრო მასშტაბური ტურნირის მოწყობას გეგმავს

Read 875 times Last modified on Last modified on თებერვალი 18 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი