Print this page

გორში პოლიციის შენობის წინ მაქანა განათების ბოძებს შეეჯახა

მარტი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სამხარეო პოლიციის შენობის წინ მსუბუქი ავტომობილი გაზონზე გადავიდა და განათების ბოძებს დაეჯახა. 


რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზიდან გადავიდა და სამხარეო პოლიციის შენობის წინ არსებული განათების რამდენიმე ბოძი დაამტვრია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

Read 720 times